დეკანოზ  გიორგი  მამალაძის  საქმე

02 მარტი 2017, 00:00 2267 ნახვა

მეუფე პეტრეს შემდეგ   შესაძლოა გამოძიების შეკითხვებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ უპასუხოს.  ინფორმაციას ,,გურია- ნიუსი’’ ავრცელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ დაკითხვის მიზეზი პროკურატურის ხელთარსებული ჩანაწერებია. ჩვენთა საუბარში კი  ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივანი ამბობს, რომ დაკითხვასთან დაკავშირებით რეზიდენციისთვის არ მიუმართავთ.  პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ყველა პირი დაიკითხება, თუმცა არ   აკონკრეტებენ იგეგმება თუ არა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტ დიმიტრის დაკითხვა. ინფორმაციას არც  დეკანოზ  გიორგი მამალაძის ადვოკატები ფლობენ. ამბობენ, რომ არცერთ ცანაწერში მეუფე დიმიტრი არ ფიგურირებს. რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს  ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში გუშინ გაავრცელეს განცხადება, რომლითაც განმარტეს, რომ გამოძიებას ენდობიან,  მხარეებს კი მოუწოდეს სხვადასხვა ვერსიის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. 

ამავე კატეგორიაში