“საერთაშორიო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადება

16 სექტემბერი 2023, 17:15 587 ნახვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – ფარცხალაძის ამბავზე დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც წერია რომ ფარცხალაძის დაუსჯელობა ხაზს უსვამს, მის როლს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში, მათივე ინფორმაციით თანამდებობის დატოვების შემდეგ, მისი ქონება 2-დან 24 ერთეულამდე გაიზარდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალში მიიღო.

გენერალური პროკურორის თანამდებობის დატოვების შემდეგ კი, ფარცხალაძის ქონება 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად, გაიზარდა. ორგანიზაციის დოკუმენტში ასევე განმარტებულია თუ რას მოიცავს ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება.

სწორედ აღნიშნულის მიხედვით, აშშ-ში ფარცხალაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ქონებაში მისი წილები დაყადაღებულია. ყოფილ გერენალურ პროკურორს ასევე აკრძალული აქვს აშშ-ში ნებისმიერი ტრანზაქცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში