ბათუმის „დინამომ“ წააგო

17 სექტემბერი 2023, 10:18 600 ნახვა

ეროვნული ლიგა "კავკასიონი არენაზე" განახლდა, სადაც თელავმა გათამაშების ლიდერი დინამო ბათუმი 2:1 დაამარცხა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბათუმელებმა ანდრეი დემჩენკოს ხელმძღვანელობით ქულები დაკარგეს.

უკრაინელი სპეციალისტის გუნდმა უკრაინელის გოლის გამო წააგო. 91-ე წუთზე ბათუმელთა კარში გოლი იევჰენ პროტასოვმა გაიტანა. მატჩის 94-ე წუთზე სერიოზული ინციდენტი მოხდა თელაველთა საჯარიმოში, ჯოვინომ მძიმე ტრავმა მიიღო მეკარესთან შეჯახებისას.

მას რამდენიმე წუთით მკურნალობდნენ მოედანზე, შემდეგ კი საკაცით გაიყვანეს. დინამო ბათუმი ადასტურებს, რომ ჯოვინოს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მისი ტრავმის სერიოზულობა კი მოგვიანებით დადგინდება.

დინამო ბათუმმა ჩემპიონატში მხოლოდ მეორედ წააგო. გუნდს 52 ქულა აქვს და კვლავ პირველია. თელავი 24 ქულით მე-7 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას შორდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში