საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის წილისყრა

17 სექტემბერი 2023, 10:08 675 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრაში ეროვნული ლიგის ექვსი, ეროვნული ლიგა ორის ერთი და ლიგა სამის ერთი წარმომადგენელი მონაწილეობდა. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: დილა - საბურთალო; სამგურალი - დინამო თბილისი; კოლხეთი 1913 - ტორპედო; ირაო - დინამო ბათუმი. წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს.

მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები 24 ოქტომბერს, ხოლო ნახევარფინალური შეხვედრები 8 ნოემბერს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში