ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

17 სექტემბერი 2023, 12:05 747 ნახვა

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა - ამოღებულია 258 შეკვრა "მეთადონი".

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შემდგომი გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ ნივთიერებებს ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში