საერთაშორისო ტურნირი ტაეკვონდოში

17 სექტემბერი 2023, 20:01 762 ნახვა

საერთაშორისო ტურნირი ტაეკვონდოში „ბათუმი ოუფენ 2023“, რომელშიც ექვსი ქვეყნის ორასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.

აჭარის ნაკრები, რომელიც ტურნირზე 16 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, ტაეკვონდოს კლუბების „ტორნადოს“, „ქობულეთის“ და „ჯორჯიას“ მებრძოლებით იყო დაკომპლექტებული.

საერთო ჯამში აჭარის ნაკრების წევრებმა ორი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და შვიდი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში