ბერლინში მომიტინგეებმა ბრანდერბურგის კარიბჭე შეღებეს

18 სექტემბერი 2023, 11:03 683 ნახვა

"ბოლო თაობა" - ამ სახელწოდებით აქციის მონაწილეებმა ფორთოხლის ფერის საღებავი შეასხურეს ბერლინის ბრანდენბურგის კარიბჭის სვეტებს.

10-მდე აქტივისტმა სპეციალური ამწე გამოიყენეს ბრანდენბურგის კარიბჭეზე ასასვლელად.

აქციის 14-ვე მონაწილე პოლიციამ ადგილზე დააკავა და ქონების დაზიანების ბრალდებით  გამოძიება დაიწყო. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს მთავრობის პოლიტიკა წიაღისეული საწვავების გამოყენების შესახებ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში