ქართველი მოჭიდავეების კიდევ ერთი ვერცხლი მსოფლიო ჩემპიონატიდან 

19 სექტემბერი 2023, 10:40 471 ნახვა

სერბეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ვლადიმერ გამყრელიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ფალავანი ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ახმედ უსმანოვთან დამარცხდა.

ფინალურ ბლოკში იჭიდავა მირიან მაისურაძემაც, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირება თურქ აკტურქთან წააგო. გივი მაჭარაშვილი, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია, დღეს ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. ვიცე-ჩემპიონები ვლადიმერ გამყრელიძე და გენო პეტრიაშვილი გახდნენ, ბრინჯაო კი შოთა ფარტენაძემ მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში