სომხეთის მთავრობის შენობასთან აქციაზე შეტაკების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა - ადგილობრივი მედია

20 სექტემბერი 2023, 10:05 548 ნახვა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შეტაკების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა.

„დაშავებულია 16 პოლიციელი და 18 მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, 17 ადამიანმა უკვე მიიღო საჭირო დახმარება და გაწერეს. 16 დაზარალებული განაგრძობს მკურნალობას“, – აცხადებენ უწყებაში.

მედიის ცნობით, მომიტინგეები შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, რა დროსაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის შენობასთან შეკრებილები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში