ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებები გრძელდება - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

20 სექტემბერი 2023, 09:51 489 ნახვა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებები გრძელდება.

„განეიტრალებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოზიციები, სამხედრო მანქანები, საარტილერიო და საზენიტო რაკეტების გამშვები დანადგარები, ელექტრონული საომარი სადგურები და სომხეთის შეიარაღებული ძალების სხვა სამხედრო ტექნიკა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ გუშინ განაცხადა. 

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული. ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ უშიშოების საბჭოს სხდომა გამართა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში