გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ბათუმის მერი შეხვდა

20 სექტემბერი 2023, 11:15 532 ნახვა

“ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის“ ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა და ბათუმის მერმა. არჩილ ჩიქოვანი იესპერ მოლერს შეხვდა, რომელმაც საქართველოში ღასან ხალილი ჩაანაცვლა.

ბათუმის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობა 2020 წელს დაიწყო. 2022 წელს კი დამტკიცდა „ბავშვზე მორგებული ქალაქის ინიციატივის“ სტრატეგია.

მოზარდებისა და ახალგაზრდების ჩართულობით შემუშავდა დოკუმენტი. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის წარმატებული განხორციელების შემდეგ ბათუმი ოფიციალურად მიიღებს ბავშვზე მორგებული ქალაქის სტატუსს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში