დაპირისპირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

20 სექტემბერი 2023, 12:40 575 ნახვა

სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა.

ოპოზიციამ დღის წესრიგის დაზუსტებისას განცხადებების გაკეთება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული თემით სცადა, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მათ განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა არ მისცეს.

გიორგი ვაშაძემ "ქართულ ოცნებას" მიმართა, რომ რუსეთის ჯაშუშებს საფლავში არ ჩაყვნენ. სესიაზე ადგილი ჰქონდა ურთიერთბრალდებებს და გადაძახილებს აგენტობის შესახებ.

შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს დარბაზში სიმშვიდისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც მანდატურს მიმართა, გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გაეყვანა.

მანდატურებმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით, გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

მოგვიანებით, ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სასესიო დარბაზი დატოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში