„ბაზისბანკში“, "პროკრედიტ ბანკსა“ და „ტერაბანკშიც“ აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში იმოქმედებენ

20 სექტემბერი 2023, 15:48 601 ნახვა

„ბაზისბანკი“ იყო და იქნება საქართველოს კანონმდებლობასა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში - ამის შესახებ "ბაზინსბანკის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

„ბაზისბანკი“ წლებია, მჭიდროდ თანამშრომლობს ათეულობით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, რაც სხვა მოთხოვნებთან ერთად, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში ყოფნას გულისხმობს. „ბაზისბანკი“ იყო და იქნება საქართველოს კანონმდებლობასა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში“, – განაცხადეს „ბაზისბანკში“.

განმარტება გაკეთდა "პროკრედიტ ბანკშიც" სადაც აცხადებენ, რომ მუდმივად შესაბამისობაში არიან იმ მოთხოვნებთან, რაც საერთაშორისო სანქციებით რეგულირდება.

"ჩვენ, როგორც ევროპული ბანკი და საერთაშორისო საბანკო ჯგუფის წევრი, განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით მსგავს საკითხებს და მუდმივად შესაბამისობაში ვართ იმ მოთხოვნებთან, რაც საერთაშორისო სანქციებით რეგულირდება"-აცხადებენ "პროკრედიტ ბანკში".

ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა კიდევ რამდენიმე კომერციულმა ბანკმა.

როგორც „საქართველოს ბანკში“ განაცხადეს, სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას გააგრძელებენ. ასევე, „თიბისი ბანკში“ განაცხადეს, რომ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებენ, „ტერაბანკში“ კი განმარტეს, რომ  საქმიანობას გააგრძელებენ საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად, ანალოგიური შინაარსის განცხადება გაკეთდა "ლიბერთი ბანკში".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში