“დინამო” ბათუმმა გასვლაზე გორის “დილა” დაამარცხა

20 სექტემბერი 2023, 22:10 972 ნახვა

''დინამო'' ბათუმმა ეროვნული ლიგის 21-ე ტურის გამოტოვებული შეხვედრა გასვლაზე გორის ''დილას'' წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 1-3 დაამარცხა.

ანგარიში სწრაფად მე-2 წუთზე გიორგი წიტაიშვილმა გახსნა და ბათუმელთა რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა.

12 წუთში ხარაბაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა და პირველი ნახევარი ''დინამოს'' გამარჯვებით 0-2 დასრულდა.

58-ე წუთზე ღუდუშაურის გატანილი გოლის შემდეგ კი ანგარიში 0-3 გახდა. მალევე ''დილას'' ანგარიშის შემცირება შეეძლო, თუმცა კოვტალიუკს პენალტი კვასხვაძემ აუღო.

72-ე წუთზე ვიტინიოს გაძევების შემდეგ ''დინამო'' 10 კაცის შემადგენლობით დარჩა მოედანზე და 8 წუთში გორელთა მხრიდან სარდალიშვილმა მხოლოდ 1 გოლის გაქვითვა მოახერხა.

საბოლოო ჯამში ''დინამო'' ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ ყოფილი კლუბი გორის ''დილა'' 1-3 დაამარცხა.

ამ დროისთვის ეროვნულ ლიგას 55 ქულით  ''დინამო'' ბათუმი ლიდერობს და უახლოეს კონკურენტ ''დიმანო'' თბილისს 7 ქულით უსწრებს.

შემდეგ ტურში 24 სექტემბერს ''დინამო'' ბათუმი ''დინამო'' თბილისს უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში