ერევანში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს, ღამით რესპუბლიკის მოედანზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

21 სექტემბერი 2023, 10:12 495 ნახვა

ერევანში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ვითარება რესპუბლიკის მოედანზე ღამით რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებს. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააპატიმრა.

აქციის მონაწილეები ღამით შენობაში შესვლას და მის შტურმით აღებას ცდილობდნენ. ისინი პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. 

აქციას გუშინ, დღის ბოლოს სომხეთის ოპოზიციაც შეუერთდა. მათი მოთხოვნა ხელისუფლების შეცვლა და დროებითი მთავრობის შექმნაა. საპროტესტო აქციებს დღეიდან უკვე "ეროვნული კომიტეტი" უხელმძღვანელებს და გაიწერება სამოქმედო გეგმა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ 23 სექტემბერს ერევანში დაგეგმილი ამერიკელი რეპერის სნუპ დოგის კონცერტი გადაიდო. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მუსიკოსის ჩამოყვანის ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში