ეთნიკურ სომეხთა დელეგაცია მთიანი ყარაბაღის შესახებ მოლაპარაკებებზე ჩავიდა

21 სექტემბერი 2023, 10:05 517 ნახვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით,  ეთნიკურ სომეხთა დელეგაცია ქალაქ ევლახში ჩავიდა, სადაც ბაქოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან  მოლაპარაკებები გაიმართება. 

აზერბაიჯანმა განაცხადა,რომ შეაჩერა სამხედრო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონში მას შემდეგ, რაც  ბრძოლის ველზე მისმა წარმატებამ  სომეხთა სეპარატისტული ძალები აიძულა დათანხმებოდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით,  ევლახში ყარაბაღის ეთნიკური სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აზერბაიჯანის კონსტიტუციის საფუძველზე რეინტეგრაციის საკითხები განიხილება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში