ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა

21 სექტემბერი 2023, 17:34 848 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა პილოტური პროგრამის - „სპორტსმენ ბავშვთა კარდიული სკრინინგი“ განხორციელება დაიწყო. მოსარგებლეები  აჭარაში რეგისტრირებული მოზარდები არიან, რომლებიც ირიცხებიან სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამით დაფინანსებულ სპორტულ სექციებსა თუ კლუბებში და აქვთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა. სპორტსმენ ბავშვებს გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა უტარდებათ სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით. პროგრამით სარგებლობა წლის განმავლობაში 500 -მდე მოზარდს შეეძლება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში