ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს

22 სექტემბერი 2023, 10:50 499 ნახვა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 21 სექტემბერს ასპარეზობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს.

საქართველოს ნაკრების სახელით ოთხი მოჭიდავე – ნუგზარ წურწუმია, იური ლომაძე, გელა ბოლქვაძე და იაკობ ქაჯაია გამოვიდნენ, რომელთაგანაც წურწუმია ფინალში იჭიდავებს. დანარჩენები ტურნირს პირველივე ეტაპზე გამოეთიშნენ.

ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში მოლდოველ არტიომ დელეანუს 10:0 მოუგო, ფინალში გასასვლელად კი უზბეკი ოკტიკბოევი დაამარცხა.

წურწუმია დღეს შეეცდება, მსოფლიო ჩემპიონობა კარიერაში მეორედ მოიპოვოს. დღეს საქართველოს ნაკრების წევრთაგან იჭიდავებენ: ფრიდონ აბულაძე, რამაზ ზოიძე და გიორგი მელია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში