“ბიაფი” - საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი გრძელდება

22 სექტემბერი 2023, 11:00 630 ნახვა

ბათუმში საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი "ბიაფი" გრძელდება. დღეს კინოთეატრ ''აპოლოში'' როგორც დოკუმენტური ფილმების, ისე რამდენიმე საკონკურსო და არასაკონკურსო მხატვრული ფილმის ჩვენება გაიმართება. მათ შორის ელენე ნავერიანის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ რომელსაც მაყურებელი 19 საათზე ნახავს.

''ბიაფის'' ფესტივალი კვირას, 24 სექტემბერს დასრულდება და გამოვლინდებიან კონკურსში გამარჯვებულებიც.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში