სომხეთში ხალხის შესაძლო შემოდინების შემთხვევისთვის მომზადდა 40 000-ზე მეტი ადგილი - ნიკოლ ფაშინიანი

22 სექტემბერი 2023, 14:03 597 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით მთიანი ყარაბაღიდან თანამემამულეების გადაყვანა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ იქ დარჩენა გახდება შეუძლებელი, ანუ არსებული ვითარება გაგრძელდება. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ეთნიკური სომხების სომხეთის ტერიტორიაზე გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში დადგება, თუ ყარაბაღში არსებული ვითარება არ გამოსწორდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ხალხის ნაკადის შესაძლო შემოდინების შემთხვევისთვის 40 ათასზე მეტი საცხოვრებელი ადგილი მომზადდა. ამ დროისთვის რთულია ვითარება სომხეთის დედაქალაქში.

ერევანში აქციის მონაწილეებმა დილიდან რესპუბლიკის მოედანი გადაკეტეს, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. პოლიციამ უკვე დაიწყო მომიტინგეების დაკავება, ისინი პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

ოპოზიციის განცხადებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში