პოლიტიკოსები საპატიმროში რჩებიან

23 სექტემბერი 2023, 18:18 672 ნახვა

ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ამ დრომდე რჩებიან საპატიმროში. ადვოკატის ინფორმაციით, მოქმედი პრაქტიკით, შსს-ს შეუძლია დაკავებულები კიდევ 24 საათით დატოვოს პატიმრობაში, მტკიცებულებების მოპოვების მოტივით, თუმცა ამის შემდეგ ან უნდა გაათავისუფლონ იზოლატორიდან, ან სასამართლოში მიიყვანონ და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება.

ადვოკატი აცხადებს, რომ ნიკა მელიაც და სხვა დაკავებულებიც გამორიცხავენ, რომ მათი მხრიდან პოლიციელებზე ძალადობას ჰქონდა ადგილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში