არჩევნები ნოტარიუსთა პალატაში

24 სექტემბერი 2023, 11:08 549 ნახვა

ნოტარიუსთა საერთო  კრებამ გამგეობა და მისი თავმჯდომარე აირჩია. თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების არჩევნები ფარული კენჭისყრით, ხმის მიცემის ელექტრონული პროგრამით ჩატარდა.

ეკატერინე ნანდოშვილი თავმჯდომარის პოსტზე 248 ხმით აირჩიეს. მოადგილის და გამგეობის წევრობის კანდიდატებმა კოლეგებს სამოქმედო გეგმა გააცნეს.

კრებაზე აღინიშნა 2021-23 წლებში სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ, მათ შორის ითქვა, რომ  ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წლამდე გაიზარდა, გაფართოვდა სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში