რომის პაპის განცხადება

24 სექტემბერი 2023, 14:44 589 ნახვა

ზოგიერთი ქვეყანა უკრაინასთან თამაშობს, რომელსაც ჯერ იარაღს აწვდის და შემდეგ ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეულ იმედგაცრუებას გრძნობს და ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან და ვაჭრობასთან.

რომის პაპმა აღნიშნა, რომ ახლა უკრაინას უნდა დაეხმარონ პრობლემების მოგვარებაში და არ უნდა ითამაშონ ხალხის მოწამეობით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში