ილია სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის ჩემპიონია, გურამ თუშიშვილმა ვერცხლი მოიგო

25 სექტემბერი 2023, 10:19 574 ნახვა

ბაქოში დასრულებულ ძიუდოს გრანდ სლემზე მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვლმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იგი ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ინალ ტასოევთან დამარცხდა.

ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა გელა ზაალიშვილს, მაგრამ ქართველმა ტემირლან ბაშაევთან წააგო. ბაქოს გრანდ სლემზე ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა ილია სულამანიძემ, რომელმაც ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ მატვეი კანიკოვსკის დამაჯერებლად სძლია.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი მედალი იყო, 22 ოქტომბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში