ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა

03 მარტი 2017, 00:00 1685 ნახვა

ამ წუთებში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის პლენარული სესია მიმდინარეობს. გაფართოებულ სხდომაზე ქართულ მხარესთან რეგიონული  და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები განიხილება. საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მეორე დღე კომიტეტის სესიით დაიწყო, რომელიც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალ პეტრ პაველმა ოფიციალურად გახსნა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა თავდაცვის მინისტრს.ნატოს უმაღლეს სამხედრო მაღალჩინოსნებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ალიანსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა თავდაცვის ახალი სტრატეგიული ხედვისა და 2017-2020 წლების ძირითად მიმართულებებზეც ისაუბრა და მათ შემუშავებაში საერთაშორისო მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. გენერალმა პეტრ პაველმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში დაწყებული რეფორმები დადებითად შეაფასა და მიესალმა ქართული მხარის მზაობას, გააუმჯობესოს საკუთარი შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატოს ძალებთან..

ამავე კატეგორიაში