ვითარება ყარაბაღში

25 სექტემბერი 2023, 19:48 586 ნახვა

ჩვენ ველით, რომ სომხეთი უპასუხებს გაშლილ მშვიდობის ხელს და ამიერიდან გულწრფელ ნაბიჯებს გადადგამს , - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნახიჩევანში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან მიულოცა „გამარჯვებულ აზერბაიჯანის არმიას ისტორიულ წარმატება“ . პარალელურად კი პოლიციამ ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დღეს დილით 142 მოქალაქე დააკავა. მომიტინგეები ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებში ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. თემის დეტალები ვნახოთ რეპორტაჟში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში