ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „თსუ“ „ ბენფიკასთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა.

25 სექტემბერი 2023, 22:27 766 ნახვა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „თსუ“ „ბენფიკასთან“ დიდი ანგარიშით 122:62 დამარცხდა.

პორტუგალიელები ოთხივე პერიოდში დომინირიბდნენ და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ. „თსუ“-ს რიგებში ყველაზე მეტი 19 ქულა, გიორგი ტურძილაძემ ჩააგდო, 10 ქულითა და 8 მოხსნით , ალექსანდრე ფევაძე გამოირჩა. „ბენფიკას“ კი 19 ქულით, 2 მოხსნითა და 6 გადაცემით, ტონი დუგლასმა ულიდერა.

მიუხედავად იმისა, რომ ლექსო ლაფანაშვილის გუნდი დამარცხდა, მის გუნდს ევროტურნირებზე თამაშის შესაძლებლობა მაინც ექნება. „თსუ“ ასპარეზობას ფიბა-ევროპის თასზე გააგრძელებს სადაც მეტოქეებად ფრანგული „შოლე“, იტალიური „ვარეზე“ და გერმანული „გოტინგენი“ ეყოლება .

აღნიშნულ ტურნირში თამაშები ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება და ჯგუფური ეტაპი 2023 წლის ბოლომდე დასრულდება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში