რუსულმა ძალებმა ოდესას დაარტყეს, დაშავდა ორი ადამიანი - უკრაინული მედია

26 სექტემბერი 2023, 10:00 594 ნახვა

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, წუხელ, ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რის შედეგადაც დაზიანდა 30-მდე მანქანა, საგუშაგოს შენობა, საწყობები, დაიწვა 6 სატვირთო მანქანა და დაშავდა ორი მძღოლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

პარალელურად, დონეცკის ოლქი და ავდეეკა-ბახმუტი ისევ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია. რუსმა ოკუპანტებმა სახმელეთო ოპერაციები განაახლეს. ცნობას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ავრცელებს და იუწყება, რომ, მცდელობის მიუხედავად, საოკუპაციო ძალებმა წინ წაწევა ვერ შეძლეს.

ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ რუსული და უკრაინული მხარეები. რუსი ბლოგერები ამტკიცებენ, რომ რუსეთის ძალები ბახმუტთან ახლოს მდებარე დასახლებულ პუნქტს, ორეხოვო-ვასილევსკს აკონტროლებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთი აგრძელებს დანაკარგებს უკრაინის წინააღმდეგ ომში.  მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში დამცველებმა გაანადგურეს 400 დამპყრობელი, 39 მტრის საარტილერიო სისტემა, 29 თვითმფრინავი, 19 ჯავშანტექნიკა და 11 საკრუიზო რაკეტა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში