ვაშინგტონში კუბის საელჩოზე თავდასხმა მოხდა

26 სექტემბერი 2023, 10:33 658 ნახვა

აშშ კონტაქტზეა კუბის ოფიციალურ პირებთან მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში კუბის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელმა დიპლომატიური მისიის შენობას  ორი მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ამის შესახებ  სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეტ მილერმა განაცხადა.

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის ბრუნო როდრიგეს პარილას თქმით,  თავდასხმის შედეგად  არავინ დაშავებულა.

ინციდენტი მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც კუბის ლიდერი ნიუ-იორკში გაეროში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემდეგ  კუნძულზე დაბრუნდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში