მთიან ყარაბაღში აფეთქების შედეგად დაიღუპა 20 და დაშავდა 290 ადამიანი

26 სექტემბერი 2023, 10:09 578 ნახვა

ყარაბაღის რეგიონში, ქალაქ ხანქენდის მახლობლად საწვავის გასამართი სადგურის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მომხდარის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, დაშავდა 300-მდე მოქალაქე. ისინი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები, ზოგის მდგომარეობა კრიტიკულია. 

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, დაშავებულების დახმარების მიზნით, სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა. აფეთქების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მოსახლეობა ავტომობილებისთვის საწვავის მისაღებად რიგში იდგა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში