„ბორჯღალოსნები“ მსოფლიო რეიტინგში დაქვეითდნენ

26 სექტემბერი 2023, 14:10 570 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასის სტარტს რეიტინგის მე-11 ადგილზე შეხვდა, დღეს გამოქვეყნებულ კლასიფიკაციაში კი უკვე მე-14 პოზიციაზე იმყოფება. ბორჯღალოსნების ვარდნა მიმდინარე ტურნირზე წარუმატებელმა თამაშმა განაპირობა.

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილის გუნდმა პირველ ტურში ავსტრალიასთან 15:35 წააგო, პორტუგალიასთან კი ფრე 18:18 ითამაშა.

30 სექტემბერს ქართველი მორაგბეები ფიჯის დაუპირისპირდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში