საქართველოს ჩემპიონი „ბენფიკასთან“ 60-ქულიანი სხვაობით დამარცხდა 

26 სექტემბერი 2023, 14:05 476 ნახვა

საქართველოს ჩემპიონმა, საკალათბურთო გუნდმა თსუ-მ ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბენფიკასთან“ მეოთხედფინალური მატჩი გამართა. შეხვედრა პორტუგალიელებმა 122:62 მოიგეს.

წაგების შემდეგ თსუ-მ გადაინაცვლა ფიბა-ევროპის თასზე, სადაც ჯგუფში მეტოქეებად ფრანგული „შოლე“, იტალიური „ვარეზე“ და გერმანული „გოტინგენი“ არგუნა.

აღნიშნულ ტურნირში თამაშები ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება და ჯგუფური ეტაპის 6 მატჩი 2023 წლის ბოლომდე დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში