გაძვირებული საწვავი 

26 სექტემბერი 2023, 14:18 487 ნახვა

რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვის შედეგად   საქართველოში საწვავის დეფიციტი არ შეიქმნება - ირწმუნება  ნავთობპროდუქტების  იმპორტთა  კავშირის  თავმჯდომარე, თუმცა ვახტანგ იობაშვილის თქმით, საწვავის შემოტანა ზღვის გავლით  უფრო ძვირი  ჯდება, ვიდრე  რუსეთიდან მატარებლით შემოტანა ღირდა. 

რაც შეეხება  ალტერნატიულ მომწოდებლებს, აცხადებს, რომ საქართველოში  მოქმედ  ორ  კომპანიას  რუმინეთსა და ბულგარეთში  საკუთარი ქარხნები აქვთ.

ამასთან  საწვავის  მიღება დაწყებულია აზერბაიჯანიდანაც, ალტერნატიულ გზად ასახელებს ასევე ევროპის ქვეყნებს, სადაც ნაკლებად მოიხმარენ რეგულარის ტიპის საწვავს,რის გამოც მისი შემოტანა შესაძლოა  შედარებით დაბალ ფასად მოხერხდეს, თუმცა ამ მიმართულებით ჯერჯერობით  მუშაობა მიმდინარეობს და  ფასების ცვლის ზუსტი პროგნოზიც იობაშვილის  თქმით შეუძლებელია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში