ევროპარლამენტის მომდევნო საარჩევნო პერიოდში უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

26 სექტემბერი 2023, 21:14 640 ნახვა

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, კატარინა ბარლიმ განცხადა რომ,ევროპარლამენტის მომდევნო საარჩევნო პერიოდში უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს.

ევროპარლამენტის მომდევნო შემადგენლობა უფლებამოსილებას 2029 წლამდე განახორციელებს.

ევროპარლამენტის არჩევნებში გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კანდიდატი აცხადებს, რომ ახლა აზრი არ აქვს კონკრეტული თარიღების დასახელებას. ბარლიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორი იმდენად დიდია, რომ ამჟამინდელი წესებიდან გამომდინარე, მხოლოდ მას და ევროკავშირის კიდევ ერთ ქვეყანას შეეძლება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სუბსიდიების მიღება.

„ჩვენ უნდა შევიცვალოთ, თუ გვინდა მივიღოთ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა“, – აღნიშნა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში