მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებს დღეს, სამი საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს

28 სექტემბერი 2023, 10:06 525 ნახვა

მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებს დღეს, ერთდროულად, სამი საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს.

სიახლის მიხედვით, თითქმის 22 მილიარდიანი ბიუჯეტი 500 მილიონი ლარით იზრდება. მობილიზებული თანხა ხელფასების ზრდას, პროექტების დაფინანსებას, ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკის, ასევე სოციალურ მიმართულებებს უნდა მოხმარდეს.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ცვლილების მხარდაჭერას არ აპირებს ოპოზიცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში