პენალტი, გოლი და ასისტი - კვარაცხელიას შესანიშნავი თამაში უდინეზესთან 

28 სექტემბერი 2023, 11:44 547 ნახვა

იტალიის სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა და ექვსთვიანი უგოლო პერიოდი დაასრულა. „ნაპოლიმ“  საკუთარ მოედანზე „უდინეზე“ 4:1 დაამარცხა.

ხვიჩამ  მე-16 წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც ზელინსკიმ ზუსტად შეასრულა და „ნაპოლი“ დააწინაურა. 39-ე წუთზე  ვიქტორ ოსიმენმა ნეაპოლელების უპირატესობა ორამდე გაზარდა. მესამე გოლი კი კვარაცხელიას ანგარიშზეა. მან მცველს ბურთი წაართვა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ეფექტურად გაიტანა. ეს 19 მარტის შემდეგ მისი პირველი გოლი იყო.

82-ე წუთზე კვარაცხელიამ საგოლე გადაცემაც შეასრულა და ჯოვანი სიმეონეს გაატანინა, რითაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

ექვსი ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 11 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე დაწინაურდა. რუდი გარსიას გუნდი 30 სექტემბერს, მე-7 ტურში, სტუმრად ლეჩეს ეთამაშება, უკვე 3 ოქტომბერს კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საკუთარ მოედანზე მადრიდის რეალს უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში