მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა

28 სექტემბერი 2023, 11:54 488 ნახვა

ყარაბაღის არაღიარებულმა რესპუბლიკამ თვითლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, მთიანი ყარაბაღი 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას შეწყვეტს, - ამის შესახებ ყარაბაღის საინფორმაციო შტაბი იუწყება.

„ყარაბაღის ხალხის ფიზიკური უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველყოფის პრიორიტეტიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით იმასთან დაკავშირებით, რომ მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლებმა, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებმაც იარაღი დაყარეს, შეძლონ ლაჩინის დერეფნის გავლით თავისუფალი, ნებაყოფლობითი და შეუფერხებელი გადაადგილება და მთიანი ყარაბაღის კონსტიტუციის 93-ე მუხლით ხელმძღვანელობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება: 2024 წლის 1 იანვრამდე დათხოვნილ იქნას უწყებრივ დაქვემდებარებაში მყოფი ყველა სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია და მთიანი ყარაბაღის (არცახის) რესპუბლიკის არსებობა შეწყვიტოს", - აღნიშნულია განკარგულებაში.

განკარგულების თანახმად, ადგილობრივი მოსახლეობა კი, აზერბაიჯანის მიერ წარდგენილ რეინტეგრაციის პირობებს გაეცნობა, რომლის შემდეგაც დამოუკიდებლად გადაწყვეტენ, სურთ თუ არა რეგიონში დაბრუნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში