''საერთაშორისო გამჭვირვალობა'' ახალ კვლევაში კორუფციულ რისკებზე საუბრობს

28 სექტემბერი 2023, 14:05 578 ნახვა

''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' ახალ კვლევას აქვეყნებს და შესაძლო კორუფციაზე საუბრობს. ორგანიზაციის მიერ მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ კომპანია “ნეოსტარს“ და მის შვილობილ კოპანია „ლეგის“ , რომელსაც აჭარის მთავრობამ 2011 წელს, ქობულეთში ხუცუბნის ტერიტორიაზე სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიწა გადასცა, დასავლეთ რეგიონში ფილების წარმოებითა და ტენდერებში გამარჯვებით მონოპოლისტი გახდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით აჭარის შემთხვევაში საქმე ეხება ქობულეთში ჩატარებულ ტენდერებს და გამარჯვებულ კომპანია “ჯორჯიან სტოუნს”, რომლის100 %-იანი წლის მფოლბელია “ნეოსტარის” შვილობილი შპს “ლეგია”.

კვლევების თანახმად, კომპანია 2015 წლიდან აქტიურად იგებს ქობულეთის მერიის ტენდერებს და ჯამში 30 მილიონ ლარამდე მიიღო. 

“ჯორჯიან სტოუნის” დირექტორი ქობულეთის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი ბადრი რომანაძეა.

ჩვენ დავუკავშირდით ქობულეთის მერიას და განმარტებებს საკითხზე მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში