ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი

28 სექტემბერი 2023, 15:08 603 ნახვა

დაახლოებით სამი საათის განმავლობაში 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე ისმენდა ბათუმის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციას.

ირკვევა, რომ კონფერენციის სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის ლოკაციები, რომლებსაც დღეიდან 30 სექტემბრის ჩათვლით საკუთარი თვალით ნახავენ.

მათთვის დაგეგმილია საინტერესო ტურები. ნახავენ ბოტანიკურ ბაღსაც, რომელიც „World Travel Awards“-ის წელს ნომანაციებშია დასახელებული.   

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში