უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 21 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

29 სექტემბერი 2023, 10:01 695 ნახვა

გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 21 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა 83 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 63-ჯერ გახსნეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეტევები ლიმანის, ავდიივკას, მარინკასა და შახტარის მიმართულებით წარმატებით მოიგერიეს.

უწყების განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 340 რუსი სამხედრო, რუსეთის კუთვნილი 34 საარტილერიო სისტემა და 34 დრონი გაანადგურეს.

ღამით, აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაივში. რუსული ძალების სამიზნე ხერსონის დასახლებული რაიონი გახდა.  საარტილერიო იერიშის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. დაზიანდა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა.

დონეცკის ოლქში დაბომბვის შედეგად კი დაიღუპა 2 და დაშავდა 6 მშვიდობიანი მოქალაქე. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში