ყარაბაღიდან სომხეთში 78 ათასზე მეტი ადამიანი ჩავიდა

29 სექტემბერი 2023, 10:01 524 ნახვა

მთიანი ყარაბაღის ბრძოლებს სულ მცირე 200 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 10 მშვიდობიანი მოქალაქე, ამის შესახებ ინფორმაციას ეთნიკურად სომხები აქვეყნებენ. აზერბაიჯანის მთავრობის თქმით კი სამხედრო ოპერაციის დროს 150-ზე მეტი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.

ბოლო მონაცემებით ყარაბაღიდან სომხეთში 78 ათასზე მეტი ადამიანი ჩავიდა. რეგისტრაცია თითქმის 51 ათასმა მიიღო. მათგან მხოლოდ 15% უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით.

პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით უახლოეს დღეებში სომეხი მოსასხლეობა აღარ დარჩება და ამ პროცესს მან „ეთნიკური წმენდა“ უწოდა.

ფაშინიანის განცხადება  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა, უწყებაში აღნიშნეს რომ სომხეთის პრემიერის სიტყვები ძირს უთხრის ბაქოსა და ერევანს შორის მშვიდობის მიღწევის პერსპექტივებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში