საკონსტიტუციო ცვლილებები

03 მარტი 2017, 00:00 2685 ნახვა

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ დღეს მთავარის სტუდიაში  იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელზეც საკონსტიტუციო კომისია უკვე მუშაობს. მისი განცხადებით, აჭარის სტატუსის შესახებ კონსტიტუციური კანონი გაუქმდება და შეიმუშავებენ ახალ ვერსიას. დოკუმენტი ძველზე მოკლე, თუმცა ფართო რეგულაციებით დატვირთული იქნება. ცვლილებები რეგიონის მთავრობის ფორმირების, გადადგომისა და დათხოვნის საკითხებს დაარეგულირებს. აჭარის კონსტიტუციაში ასევე ჩაიშლება ის საკითხები, რომელიც კონსტიტუციურ რეგულაციებს საჭიროებს. საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფი კიდევ ერთ შეხვედრას გეგმავს, რომლის შემდეგაც საკითხზე საჯარო განხილვები დაიწყება.

ამავე კატეგორიაში