სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვითარების შეცვლა არ შეუძლია

29 სექტემბერი 2023, 14:45 474 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვითარების შეცვლა არ შეუძლია. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, შეწყალების შემდეგ, ხელისუფლებას შეუძლია, სააკაშვილს ახალი ბრალი წარუდგინოს.

„მას შემდეგ, რაც მე მას შევიწყალებ, ხელისუფლებას შეუძლია, კვლავ წარუდგინოს მიხეილ სააკაშვილს სასჯელი და ის ვერასდროს იხილავს დღის სინათლეს. ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება და მან უნდა გადაწყვიტოს, რა გააკეთოს. არის რამდენიმე გზა, რათა სააკაშვილს გადაახდევინო იმისთვის, რაც მან გაუკეთა ან ვერ გაუკეთა რეჟიმს. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მოხდება. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია არჩევნებში გამარჯვებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში