ნატო-ს სამხედრო კომიტეტის  სხდომა

03 მარტი 2017, 00:00 1711 ნახვა

„ნატო საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, რომელთან თანამშრომლობაც ღია და გულახდილი დიალოგის ფორმატში მიმდინარეობს", - ეს განცხადება ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე გააკეთა. პლენარული სესია დილიდან მიმდინარეობს. სიტყვით უკვე გამოვიდნენ გენერალი პეტრ პაველი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მიერ ჩვენი რეფორმები ძალიან იქნა მოწონებული, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კომიტეტის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. შეხვედრა დახურულ ფორმატში გაგრძელდა. ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს, გუშინ ეწვია.

ამავე კატეგორიაში