„World Travel Awards“-ის ჯილდოზე ბათუმი, ბოტანიკური ბაღი და ბულვარია წარდგენილი

29 სექტემბერი 2023, 15:08 793 ნახვა

დღის ბოლოს გაირკვევა აიღებს თუ არა წელს უკვე მესამედ ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდოს. საკმაოდ ძლიერი ქალაქების კონკურენციის პირობებში ეს ტიტული ბათუმმა ორჯერ უკვე მოიპოვა. ზღვისპირა ქალაქი კი ამ ნომინაციისთვის წელსაც იბრძვის. 

ტურიზმის ოსკარის ნომინანტთა სიაშია ბათუმის ბულვარი და ბოტანიკური ბაღი. ამ შემთხვევაშიც მსოფლიოში ცნობილ ღირსშესანიშნავ ტურისტულ ობიექტებს უნდა გაუწიონ კონკურენცია. 

დაჯილდოების ცერემონია საღამოს 20 საათზე იწყება და რა თქმა უნდა მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ნახავთ ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელსაც ბათუმი პირველად მასპინძლობს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში