შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონთან

30 სექტემბერი 2023, 11:58 592 ნახვა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ლერი აბულაძე ბათუმში დაბრუნდა. მას სპორტის სამინისტროში უმასპინძლეს. შეგახსენებთ, რომ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ პლანეტის პირველობაზე ლერი აბულაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ის ზედიზედ მესამედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა მხოლოდ ახლა შეძლო. ლერი აბულაძემ წელს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლერი აბულაძე გახდა მეორე ქართველი მოჭიდავე რამაზ ნოზაძის შემდეგ, რომელმაც ერთ საშეჯიბრო წელს ორი უმაღლესი რანგის ტურნირი მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ 63 კილოგრამი  წონითი კატეგორია, რომელშიც მან გაიმარჯვა,  არ იყო ოლიმპიური, ამიტომ აბულაძემ წონის შეცვლა გადაწყვიტა და მომავალი წლიდან უკვე პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებზე იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში