ტურისტული "ოსკარი" ბათუმს

30 სექტემბერი 2023, 14:11 758 ნახვა

აჭარას შეგიძლიათ 4-ვე სეზონზე ეწვიოთ - ეს გუშინ მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიალზე კიდევ ერთხელ, ამჯერად სპეციალური ჯილდოთი დადასტურდა. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებაზე ბათუმმა ისევ შეინარჩუნა ტიტული - რჩება მსოფლიოში სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად.

''World Travel Awards''-ის საიუბილეო გალა ცერემონიაზე ასევე დაჯილდოვდნენ სასტუმროები, ტურისტული ობიექტები, ტუროპერატორები, ტურისტული ატრაქციები სხვადასხვა ქვეყნიდან.  ტურიზმის ოსკარი მოიპოვა ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა. იგი  ამ ნომინაციაზე პირველად იყო წარდგენილი. ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მან კონკურენცია მადრიდის, ედინბურგის, ბერლინის და სხვა ცნობილი ევროპული ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებს გაუწია.

ორი ჯილდო მიიღო დაცული ტერიტორიების სააგენტომ, კონკრეტულად ეროვნული პარკების კატეგორიაში და ყველაზე მიმზიდველი დაცული ტერიტორიების კატეგორიაში.

''World Travel Awards''-ის ჯილდო მიიღო კოლხეთის ეროვნულმა პარკმა და კონკურსში მონაწილე სხვა ქართულმა კომპანიებმა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში