სამოქალაქო არეულობის მოწყობის საქმე 

30 სექტემბერი 2023, 14:01 521 ნახვა

სამოქალაქო არეულობის მოწყობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სერბეთის სამი მოქალაქე გამოკითხეს. ადვოკატების ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი, რის გამოც ისინი გამოკითხვისა და საქმის დეტალებზე ვერ საუბრობენ.

სამივე მათგანი საქართველოში, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისა და არეულობის მოწყობის საქმეზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.

სერბეთის მოქალაქეები ორგანიზაცია "კანვასის“ წევრები არიან და ისინი საქართველოში ერთ-ერთ ტრენინგზე იმყოფებოდნენ.

სუს-ის ინფორმაციით, სწორედ "კანვასი“ გამოიყენება იმ ახალგაზრდების ჯგუფის მოსამზადებლად, ვინც თბილისში დესტაბილიზაცია უნდა მოაწყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში