განათლების სამინისტრომ მოსწავლეზე ბულინგის საქმის შესწავლა დაიწყო

30 სექტემბერი 2023, 15:02 672 ნახვა

სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს.

სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო უწყების ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში