ოკუპანტის იერიში უკრაინაზე

01 ოქტომბერი 2023, 11:02 579 ნახვა

რუსი ოკუპანტები უკრაინის დასახლებული პუნქტების დაბომბვას აგრძელებენ. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ გასული დღის განმავლობაში 8 სარაკეტო და 99 საჰაერო დარტყმა განახორციელა.  

ღამით ოკუპანტებმა უმანის ოლქი დრონებით დაბომბეს. დაზიანდა სამეწარმეო ინფრასტრუქტურა. ჩერკასის ოლქის  სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაშველები ხანძრის ჩაქრობას  3 ათას კვ. მეტრის ფართობზე ცდილობდნენ.

ამის პარალელურად უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას მათ შორის მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში